ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში ვაქცინას გაიკეთებს

დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძე პირველი ადამიანი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ამასთან, თამარ გიორგაძე პირველი ექიმია, რომელიც პორტალზე დარეგისტრირდა. ის 40 წელზე მეტია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობს და ამბობს, რომ ამით სხვებს მაგალითს აძლევს.

„ვმუშაობ დაავადებათა კონტროლის ცენტრში 45 წლია. მე ვარ პირველი, დავრეგისტრირდი სამსახურიდან აცრაზე და მოვუწოდებ ჩემს ყველა კოლეგას, რომელსაც შეხება აქვს პაციენტებთან, აიცრან და შემდეგ მთელ მოსახლეობას. ჩვენ ამით ვიცავთ არა მარტო ჩვენ თავს, არამედ სხვებსაც“,- განაცხადა თამარ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.

იტვირთბა....