“ვაქცინების შემოტანის შემდეგ ყველაზე რთული გამოწვევა ფეიკნიუსებთან და ანტივაქსერულ მოძრაობასთან ბრძოლა იქნება – ადამიანები უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის აუცილებლობაში,” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჟურნალისტი საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში შეჩერებულია. მისივე თქმით, ამავე ვაქცინასთან დაკავშირებით ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება, ამიტომ აუცილებელია, თვალი მივადევნოთ მხოლოდ ძალიან სანდო წყაროებს, იქნება ეს მედია საშუალებები თუ კონკრეტული ადამიანები.
“ასტრა ზენეკას პირველი პარტია საქართველოში და ამისათვის დიდი მადლობა UNICEF Georgia დახმარებისთვის. მთავარია, რომ ვაქცინების შემოტანა არ შეფერხდეს და ამის საშუალება ჰქონდეს კერძო სექტორსაც, რომ აცრის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს წინ.
ვაქცინების შემოტანის შემდეგ ყველაზე რთული გამოწვევა ფეიკნიუსებთან და ანტივაქსერულ მოძრაობასთან ბრძოლა იქნება – ადამიანები უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის აუცილებლობაში.
სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ და ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე დავიცვათ ამ ძალიან ვერაგი ვირუსისგან. რასაც ახლა ვუყურებ, ნიუსფიდზე გაჩნდა უამრავი ახალი სააგენტო, რომლებიც ტყუილს ავრცელებენ ზოგადად ვაქცინებზე და კონკრეტულად ასტრა-ზენეკაზე.
ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მართლაც შეჩერებულია რამდენიმე ქვეყანაში (ლაპარაკია, ერთ პარტიაზე) რადგან დადგინდეს თრომბოემბოლიების წარმოშობასთან მისი კავშირი. ( ასეთი სკანდალი იყო თავის დროზე ფაიზერზეც და მისი უსაფუძვლობა მალე დადგინდა) ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება და ამიტომ აუცილებელია, თვალი მივადევნოთ მხოლოდ ძალიან სანდო წყაროებს, იქნება ეს მედია საშუალებები თუ კონკრეტული ადამიანები.
ვაქცინაციის თემის პოლიტიზირება სრულიად დაუშვებელია! ამიტომ ვიყოთ ფრთხილად რას ვკითხულობთ და რას ვაზიარებთ! მომავალი კვირიდან “კვირის მთავარშიც” ჩვენ სტუმრებთან ერთად ყველა გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას მოგაწვდით ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში შემოვა.” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.
ასტრა ზენეკას პირველი პარტია საქართველოში და ამისათვის დიდი მადლობა UNICEF Georgia დახმარებისთვის. მთავარია, რომ…
Posted by Eka Kvesitadze on პარასკევი, 12 მარტი, 2021