ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სად უნდა დარეგისტრირდეთ იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნოთ

რამდენიმე საათის წინ თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დაეშვა.

როგორც ცნობილია საქართველოში ვაქცინა პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

ამასთან, დღეს ხდება ცნობილი ისიც, თუ სად შეძლებს მოსახლეობა დარეგისტრირებას იმისთვის, რომ ვაქცინა მიიღოს.

საიტის მისამართია – Booking.moh.gov.ge.საიტზე შესვლის შემდეგ ადამიანს შეუძლია მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი და მისამართის მიხედვით აირჩიოს ყველაზე ახლომდებარე დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის ჩატარება შეუძლია. თავდაპირველად საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ექიმებს შეეძლებათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია.

 

იტვირთბა....