ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი” – ამირან გამყრელიძე ვაქცინის შემოსვლის შესახებ

“ჩვენს ქვეყანაში იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენს ქვეყანაში იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი. მოგეხსენებათ, პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე და ამ პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ამიტომ ყველას გთხოვთ, მედიას, რომ მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რათა რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას. წელს ჩვენი სამიზნე არის 60 პროცენტი.

დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს ავტორიზაცია ნიშნავს, რომ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არის უმაღლესი თამასა ვაქცინის ხარისხისა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.

იტვირთბა....