ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მოთხოვნას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ისინი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ტურნირიდან მოხსნას ითხოვენ.
“მეტრონომი” ხათუნა ხოფერიას “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ქართულმა ნჯო-ებმა ბასილაშვილის მოხსნა მოითხოვეს ტურნირიდანო! ხომ ვამბობ, რომ ესენი არიან საქართველოს მტრები! სამშობლოს მოღალატეები! ამათთან მოლაპარაკება როგორ შეიძლება?!
ამათ ჩონგბურთის ჩოგანის ბადე უნდა დაამჩნიო სიფათებზე! ბერას ტიკ-ტოკი არ შეარჩინეს, ბასილაშვილს ისტორიული ტრიუმფი სპორტში, ბიძინას დენდროლოგიური პარკი, საქართველოს დავითგარეჯი, გირგვლიანს სიცოცხლე… და როგორ გგონიათ, ჩვენ შეგვარჩენენ სამშობლოს?! ჩვენ დაგვიტოვებენ ტრადიციებს?! ჩვენ არ წაგვიბილწავენ რწმენას და ოჯახებს?! მიდით, მოეფერეთ, მოელაპარაკეთ, გაკოჰაბიტირდით, გაკოალიციურდით!” – წერს ხათუნა ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.