ჟურნალიტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მას პატრიკ დაუნის შესაძლო რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა, რასაც დადებითად აფასებს:
„უკვე მეორედ დამირეკა ტელეკომპანია „იმედმა“, ივანიშვილების მასწავლებლის, პატრიკ დაუნის შესაძლო რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს პირველი შემთხვევაა, როცა სიუჟეტს აკეთებენ და ჩემთან, როგორც მხარესთან რეკავენ და ეს ძალიან კარგია.
ჩემი პოზიცია არის ასეთი: მე როგორ უნდა გამეგო პატრიკ დაუნი არის თუ არა რუსეთის აგენტი, როცა ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა ეს და საკუთარი შვილების განათლება ამ კაცს ერთი წელი ანდო. ასევე, ეს არის მთავრობა, რომელიც რუსეთის აგენტის, ლევან მამალაძის განცხადებაზე საქმეს ღძრავს, რუსეთის აგენტის ვითომ ნაპოვნი რუქით უდანაშაულო ხალხს ციხეში ყრის, რუსეთის აგენტ წითელაშვილს ჯარისჯაცების ინფორმაციებთან წვდომას აძლევს, და პატრიკ დაუნის რუსეთის აგენტობა რატოა პრობლემა.
თუ მოზარდმა ივანიშვილებმა პატრიკ დაუნი როგორც რუსეთის აგენტი მოწამლეს, მაშინ ორივე ხელს ვწევ“, – წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისათვის, ბერა ივანიშვილის ინგლისურის მასწავლებელი პატრიკ დაუნი ივანიშვილის ოჯახთან მუშაობის პერიოდს იხსენებს და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ჰყვება, რომ წვეულებაზე, სადაც დაპატიჟებული იყო, მოწამლეს.