aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისტორიული გამარჯვება – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელს სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოუგო.

ინფორმაციისთვის, ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, ტეილორ ფრიცი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 33-ე პოზიციას იკავებს.

აღშანიშნავია , რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდა, პირველ შეხვედრაში ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე, მარტივად, სამ სეტში გაიმარჯვა.

ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში ამ მომენტისთვის, 42-ე პოზიციას იკავებს.

იტვირთბა....