სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერების საქმეზე საგამოძიებო მოქმედების დაწყების შესახებ წერს.
“მეტრონომი” გიორგობიანის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ჩანაწერები ძველია და არავინ იყო “მაღალი თანამდებობის პირი”, თუმცა ესეც უნდა გამოიძიონ. დაადგინონ სიმართლე, ახალია თუ ძველი და გამოძიების შემდეგი საფეხური განსაზღვრონ დადასტურებული ფაქტის შემდეგ…
მართლმსაჯულების ანი-ბანია, რად უნდა ამას წიოკი და სტრინგებიდან ამოხტომა?
მაგრამ ქურდს ქუდი ეწვისო, ნათქვამია…
და საერთოდ, წლებია ვიხვეწებით, მიიღოთ “კანონი ცილისწამების, შეურაცხყოფის, შეგნებულად ტყუილის გავრცელების და ა.შ. შესახებ”, მაგრამ არ გვაღირსეთ და როდემდე უნდა გაგრძელდეს და ვითმინოთ ეს ბაკქანალია?!” – წერს მანჩო გიორგობიანი.
ცნობისათვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტვ პირველთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.