“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“სხვა საფეხურის, მაგრამ ამ მასშტაბის ირაციონალურ სიგიჟედ მიმაჩნდა ენმ-ის შტურმი და მელიას დაკავება.
ვერ ვხვდებოდი ეს ბიძინას ინტერესებში როგორ, რა ფორმით ჯდებოდა.
ზუსტად ასევე ვერ ვხვდები რა რაციონალურ ამოცანას ისახავდა სრული სიგიჟე – მოსამართლის ხელით ამ საოცარი კანონდარღვევის ჩადენა და ხელისუფლებისთვის ტელევიზიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე მწვანე შუქის ანთება!
ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს კაცი არა გონებით, არამედ ბრაზით მოქმედებს იქამდე, სადამდეც გასდის.
ახლაც, ძალით თუ არ შევა, მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარვე არ გაუვიდა”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისათვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტვ პირველთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.