ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქატრიაქოს პოზიციას სრულად იზიარებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი და ყველაფერში მედიას ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ რაც იქ მოხდა, ყველაფერი ჟურნალისტების ბრალია.
მისი თქმით, იქ ფსიქოლოგიური ძალადობა და ფიზიკური ზეწოლაც იყო.
“კონკრეტული ფაქტი როა, იქ ჟურნალისტები, რომ გადმოცვივდნენ ეგ მათი ბრალი იყო, ნუ აბრალებთ სხვას, ძალადობა ჟურნალისტის საქმე არ არის. ეს უკვე ხულიგონობაა, ჟურანლისტობა საერთოდ არ აქრაფერ შუაშია. იქ რა უნდა გაარკვიოთ, თუ მიზანი იყო, რომ ჩაშლილიყო ეს შეხვერდა არც ეს ჟურნალისტის საქმე არ არის. ეს არის ექსტრიმიზმი და უპატივცემულობა. სწორედ არის ძალადობა ფიქოლოგიური და იქ ფიზიკური ზეწოლაც იყო” – იოანე გამრეკელის ამ განცხადებას TV4 ავრცელებს.
შეგახსენებთ, 8 მარტს, მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა.
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების შედეგად “მთავარი არხის”, “ტვ პირველის” , “რუსათავი 2”-ის და “ფორმულას” ჟურნალისტები დაშავდნენ. ტვ პირველის ოპერატორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.