ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თქვენ ვინ ხართ!… ისე ვიყავი ბავშვივით აჟიტირებული!” – რა მიმართვას ავრცელებს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტს აქვეყნებს და წერს:

“ჩემი პატარა კოვიდ ისტორიები! გუშინ ხომ გახსოვთ წიგნს რომ ვითხოვდი – ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა დილიდანვე მე რომ “ბიბლუსი” ჯერ დაკეტილი მეგონა, ზაირა არსენაშვილის “ვაჰ სოფელო” გამომიგზავნა საავადმყოფოში. მთელი დღე ემოცია ვერ გავინელე, ისე ვიყავი ბავშვივით აჟიტირებული! ეხლა გავიღვიძე და აღმოვაჩინე ეს რა ფეიერვერკი მოგიწყია ხათუნა სამნიძე. არ იყო კარგი საღამო გუშინ და როგორც ჩანს, ღამე შემოიტანეს. თქვენ ვინ ხართ! როგორ მიყვარხართ!”, – წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთის, რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ფეისბუქში“ დაწერა და აღნიშნა, რომ მისთვის ყოველი ღამე წინაზე საშინელია და ყოველი დღე წინაზე მძიმე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.

იტვირთბა....