გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სიუჟეტის ბმულს აზიარებს, რომელიც შეზღუდვების დროს გამართულ წვეულებას ეხება. ფხაკაძე წერს, რომ ქვეყანაში ადამიანები ,,კომენდანტის საათის” დროს პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდნენ.
“რა უბედურებაა ეს. და ეხლა პოლიტიკას თავი დავანებოთ… ყველა უნდა დაისაჯოს უმკაცრესად თუ არა… ხვალვე გააუქმეთ კომენდანტის საათი!!! კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს !!!” – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.