გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან კოვიდპაციენტი გაიქცა. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
ცნობილია, რომ პაციენტმა, რომელსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა, საავადმყოფოს გამოკვლევებისთვის მიმართა, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი ის კლინიკიდან გაიქცა.
გაქცეული პაციენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავეს. ის ამჟამად თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.