ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მთვარის ზედაპირზე ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური სადგურის მშენებლობა იწყება

ჩინეთმა და რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადეს ახალი სადგურის მშენებლობის შესახებ მთვარეზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეთანხმების დოკუმენტს უკვე მოეწერა ხელი, რაც ითვალისწინებს კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორც მთვარის ზედაპირზე, ასევე მის ორბიტაზე.

როგორც ორივე ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, ამ სადგურით სარგებლობა სხვა ქვეყნის კოსმოსურ მისიებსაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, პირველი ადამიანი ვინც კოსმოსში გაფრინდა რუსი იური გაგარინი იყო. გაფრენა 1961 წლის 12 აპრილს განხორციელდა.  რუსეთის კოსმოსური სააგენტო პირველი კოსმოსური ფრენიდან 60 წლის იუბილის მასშტაბური იუბილისათვის ემზადება. ეს შეთანხმებაც ამ იუბილის ერთ-ერთი ნაწილია.

 

იტვირთბა....