ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დამძიმებული ვარ ფიქრით რომ, მისჯილებიდან რომელიმე არაა მკვლელი ან მკვლელობის თანამონაწილე” – სარიშვილი შაქარაშვილის საქმეზე

“არანაირი დაკმაყოფილების გრძნობა არ მქონია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესით – საერთოდ არანაირი”, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სარიშვილი აღნიშნავს, უდანაშაულოს დასჯა უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე დამნაშავის დაუსჯელობა.

“თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უბედური შემთხვევით დაკვალიფიცირების მცდელობა ჟურნალისტების აქტიურობის შედეგად ჩაიშალა და დადგინდა მკვლელობა, მეტი არაფერი ამ პროცესზე ჩემთვის არ გარკვეულა. არათუ არ გარკვეულა, პირიქით, საშინლად დამძიმებული ვარ იმის ფიქრით რომ მისჯილებიდან რომელიმე, თუ რამდენიმე არა, არ არის მკვლელი ან მკვლელობის თანამონაწილე და წარმოდგენაც კი მიჭირს, რას განიცდის ასეთი მძიმე ბრალდებით უსამართლოდ მისჯილი ან მისი ოჯახი.

ჩუმად არიან და ამიტომ ეტენებათო – არ არის ჩუმად ნიკოლოზ რევაზიშვილი – ამბობს რაც იცის და არც არავის დანაშაულს საკუთარ თავზე არ იღებს. 16 წელი მიუსაჯეს იმისთვის რაც არ ჩაუდენია, ხელი დააფარეს ნამდვილ დამნაშავეებს, რითაც უზომოდ კმაყოფილი ჩანს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მაგრამ არა მე ან ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სიმართლის დადგენა უნდა და რომელსაც უსამართლობის გრძნობა გულს და ტვინს უღრღნის, თუნდაც ეს მას არ ეხებოდეს.

კარგია რომ მკვლელობას არ დაერქვა ხიდიდან გადავარდნა – სიმართლის გარკვევა ყოველთვის კარგია, მაგრამ ვერასდროს ვერავინ გადამარწმუნებს რომ უდანაშაულოს დასჯა უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე დამნაშავის დაუსჯელობა.

ასე ვფიქრობ და სხვანაირად არ შემიძლია”, – წერს ირინა სარიშვილი.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.

იტვირთბა....