ახალი ამბები მთავარი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.

არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იტვირთბა....