ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის ადამიანურობა…” – სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე განმარტებას აკეთებს

ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარმა “ადამიანურობა” უწოდა “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერების ერთ-ერთი მონაწილის, ანზორ ჩუბინიძის შესაძლო სტუმრობას, ბერას მიმართ გამოთქმული არასასიამოვნო კომენტარის ავტორებთან.

მისი თქმით, ის მეზობლებისა და მშობლების თანდასწრებით “ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას” პირდება და ურჩევს ადრესატს და ცდილობს გაიგოს რაიმე სერიოზული ხომ არ დგას ამის უკან.

“ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში. მშობლებისა და მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, ამ მუქარის უკან რამე ხო არ დგასო, მართლა რამეს ხომ არ აპირებო. ის ეუბნება, რომ არაფერს. მაშინ, რად გინდა, შვილო ეგეთ რამეს რო აკეთებო. წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, რაღაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგებიო. აი, ეს არის ადამიანურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას შორის, ორ სამყაროს შორის”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, 6 მარტს “ტვ პირველმა” გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში აგინებს.

ჩანაწერების შემდეგ, ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია იმედს აღნიშნულ თემაზე ინტერვიუ მისცა.

იტვირთბა....