ახალი ამბები მთავარი

(ვიდეო) “უნდა ვიმუშავოთ უფრო ძლიერად, რომ ვიპოვოთ კომპრომისები” – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-თან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, მან “BBC”-ის ეთერში, სტეფან საკერის გადაცემა “HardTalk”-ში ისაუბრა.

მისი განცხადებით, უფრო ძლიერადაა მუშაობა იმისთვის საჭირო, რომ კომპრომისები იქნას ნაპოვნი და მოხდეს დეპოლარიზაცია.

ჟურნალისტმა სტეფან საკერმა საქართველოს პრეზიდენტს შემდეგი კითხვით მიმართა:

“- ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ქვეყანა დღეს პოლიტკურ კრიზისშია, აპირებთ თუ არა დაგმოთ ის ფაქტი, რომ 23 თებერვალს, ქართულმა პოლიციამ შტურმი მიიტანა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და დააკავა მათი ლიდერი ნიკა მელია?”

“-  ეს ალბათ არ არის ის ადგილი, რომ დაგმო ან ბრალი დასდო რომელიმე მხარეს. მე ყოვლეთვის მხარს ვუჭერდი კომპრომისს, დეესკალაციას, დეპოლარიზაციას. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ უფრო ძლიერად, რომ ვიპოვოთ ეს კომპრომისები. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და რათქმაუნდა პირველ რიგში მმართველ ძალას, რადგან ისინი მეტად არიან პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ის პროვოკაციები, რაც ოპოზიციური ძალების მხრიდან შეიძლება მოდიოდეს.

თუ ორივე მხარე საქართველოს ევროპულ მომავალს ხედავს და მე მჯერა, რომ ეს ასეა, ორივე მხარის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ უფრო მეტი ამ კრიზისის განსამუხტად.” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტს შეკითხვაზე.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას შემდეგ ის საპატიმროში იმყოფება. ოპოზიციური ლიდერის დაკავებას მრავალი გამოხამურება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....