„მთავრი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის მკვლეობაში ბრალდებულების განაჩენს ეხმაურება და წერს.
„არა და, ყველაფერი იმით იწყებოდა, რომ ხიდიდან გადავარდა. ექსპერტიზებით, რომ დაზიანებები არ ქონდა და ძალა არ გამოუყენებიათ. და ამაზე ყველა თანახმა იყო, ხელები ჩამოართვეს ერთმანეთს და შესაბამისად, ამითივე დამთავრდებოდა ყველაფერი, რომ არა…
ps. ვის მიუსაჯეს და რატომ, და ვის არ მიუსაჯეს და რატომ, ჯერ არ გამომიკვლევია. ჯერ“, – წერს ნიკა გვარამია.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.