ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როგორ აფასებს შაქარაშვილის ბიძა მოსამართლის გადაწყვეტილებას – ოჯახის ადვოკატის განცხადება

“რა თქმა უნდა, განაჩენი არის სრულიად ობიექტური. ეს იყო ზუსტი, იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა, დამნაშავე პიროვნებების, მათი დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან. საბოლოო ჯამში ეს აისახა სწორ სასჯელში…” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს და ამით ეხმაურება მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებას.

მისივე თქმით, ოჯახს ამ ეტაპზე გამოძიებასთან ან სასამართლოს გადაწყვეტილებასთან პრეტენზია არ აქვს.

“არანაირი პრეტენზია, რაც იყო ის მიუსაჯეს, 17-ს ვერ მიუსჯიდნენ. ბუნებრივია ეს იყო მაქსიმუმი რაც შეიძლება მიესაჯათ. ამ პირობებში რეალურად ასე გამოვიდა”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.

იტვირთბა....