მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, სასამართლოს ეზოში მყოფ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
კონფლიქტის ზუსტი მიზეზი უცნობია. მოქალაქეებსა და პოლიციას შორის არსებული შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალდაცვავებმა რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.