ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“8 თვის ბავშვს “ფეჩი” ესროლა” – რას ამბობენ მეზობლები გურჯაანში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

გურჯაანში, 8 თვის ჩვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახის მეზობლები საუბრობენ. როგორც მეზობლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცოლს ჩამქრალი ღუმელი ესროლა, რომელიც 8 თვის ბავშვს მოხვდა, რის შედეგადაც, ბავშვი გარდაიცვალა. მათი თქმით, სახლიდან ჩხუბის ხმა მუდმივად ისმოდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაკავებული სვამდა და ცოლ-შვილს ხშირად სცემდა.

“სულ ჩხუბი და კონფლიქტი ჰქონდათ. მე როცა აქ მოვდიოდი, ხალხი სულ გარეთ იყო, ვიკთხავდი, რა ხდება – მეზობლები მეტყოდნენ, რომ ჩხუბობენ, ცოლს სცემა, ბავშვებს სცემა, ბავშვები სხვების ეზოებში და ბოსტნებში გარბოდნენ დასამალად. “ფეჩი” ესროლა ბავშვსო, მე ასე გავიგე. ცოლს სცემდა და ამბობდა, ბავშვი ჩემი არ არისო. როგორც ვიცი პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ. აქამდე რომ ყურადღება მიექციათ, ბავშვი არ შემოაკვდებოდა, ბავშვები მასთან არ უნდა დაეტოვებინათ” – ამბობს ერთ-ერთ მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობელი ჟურნალისტებს უყვება, რომ კაცი ხშირად სვამდა და სახლში ნივთებს ამტვრევდა, ცოლი კი უსაფრთხოების მიზნით, მისი სახლში მისვლისას, მიდოდა და იმალებოდა.

“ჩამქარლი ღუმელი ესროლა, ცოლს ბავში ხელში ჰყავდა და ალბათ მოხვდა. სვამდა და როცა ნასვამი იყო გონება ებინდებოდა, როცა სვამდა, მინახავას მათ სახლში მეორე დღეს ყველაფერი დამტვრეული. ის გოგო სახლში ხშირად არ იყო. ეს რომ მოდიოდა ნასვამი, ეშინოდა და მიდიოდა, ემალებოდა ალბათ” – ამბობს მეზობელი.

ცნობისათვის, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა დრო­საც 8 თვის ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

იტვირთბა....