ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როდესაც ქმარი სცემდა, ქალს ბავშვი ხელში ეჭირა… უცებ გონება დაკარგა და გარდაიცვალა – უმძიმესი ტრაგედიის ახალი დეტალები

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა დრო­საც 8 თვის ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.შ. გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა 1996 წელს და­ბა­დე­ბულ მე­უღ­ლეს ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს ქალს ხელ­ში ჰყავ­და შვი­ლი – 2020 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი, რო­მელ­მაც გო­ნე­ბა და­კარ­გა და გარ­და­იც­ვა­ლა.მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იტვირთბა....