ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა შემთხვევაში მოიხსნება ქვეყანაში “კომენდანტრის საათი?” – გამყრელიძის მიმართვა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხადებს, თუ არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის” შემ­სუ­ბუ­ქე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა. მისივე თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ ბრი­ფინ­ზე გა­ნა­ცხა­და, ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზეც იყო, თუმ­ცა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ ჩა­ით­ვა­ლა.

“დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­უ­ბა­რი იყო ამ სა­კი­თხე­ზეც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერ­თდრო­უ­ლად ამ­დე­ნი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა სა­სურ­ვე­ლი არაა. თი­თო­ე­უ­ლი შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ 1-2 კვი­რა და შემ­დეგ მი­ვი­ღოთ შემ­დგო­მი შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამი­ტომ, დღეს არ ჩა­ით­ვა­ლა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად. თუ ეპიდსი­ტუ­ა­ცია ამ ჩარ­ჩო­ებ­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, ეს სა­კი­თხიც დად­გე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

იტვირთბა....