ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„თურნავას ვურჩევდი, ჰომოფობიას საკუთარ ხელისუფლებაში ებრძოლოს“ – კიკონიშვილი

„როგორც ვხვდები, „ოცნება“ მზადაა, ცისარტყელას დროშა ქვიარ აქტივისტების ნაცვლადაც დაიჭიროს, ოღონდ ჰესი აშენდეს. ქალბატონ ნათიას გადაეცით, თუ შეიძლება, ჰომოფობიას საკუთარ ხელისუფლებაში ებრძოლოს; პირველ რიგში ჰომოფობი პრემიერის სახით და რიტორიკა სწორად აარჩიოს რიონის ხეობის მცველებზე საუბრისას“, – ამის შესახებ გეიაქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

გიორგი კიკონიშვილის განცხადებით, მინისტრმა ჰომოფობიას პირველ რიგში საკუთარ ხელისუფლებაში უნდა ებრძოლოს.

“პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნათია თურნავა რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა. მან ნამახვანჰესის კრიტიკის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა „ჰომოფობიური და ქსენოფობიური [განწყობები] უცხოური ინვესტორის მიმართ“, – წერს გიორგი კიკონიშვილი.

ცნობისათვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. ნათია თურნავამ თქვა, რომ “არის ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა უცხოელი ინვესტორის მიმართ.”

იტვირთბა....