ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ იჯერებს ნახევარი საქართველო სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას და რა გავაკეთოთ ახლა?!” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხალხი არ იჯერებს “ქართული ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას. ხოლო ეს ჩანაწერი ოპოზიციის მიერ “შავი დღისთვის” გადანახული ფალსიფიკაციაა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მოლაპრაკების ჩაშლის მცდელობისკენაა მიმართული.

მისი თქმით, ჩანაწერები 2010 წელს არის გაკეთებული და მას ოპოზიცია „შავი დღისთვის” ინახავდა.

„არ დავჯდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან, არ დავჯდებით ვთქვათ ირაკლი კობახოძესთან ერთად”, ამას იტყვიან ბუნებრივია, რადგან მათ სჭირდებოდათ საბაბი, ეს საბაბი ჰქონდათ „შავი დღისთვის“ გადანახული. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ, რომ უნდა დამჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, ეს სიცრუე, დამონტაჟებული, ამოჭრილი სიტყვები, ფრაზები რაღაც ამბავთან დაკავშირებული. საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც კი 2010-2011 წლებშია გაკეთებული და აქეთ შეტევას ბედავენ და კადრულობენ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მოისმინეს 2010-2011 წლებში, მერე დაამონტაჟეს, მერე სიცრუე შექმნეს და ყალბი კონტენტი შექმნეს და არ გაბრაზდა ეს ხალხი ამაზეც, ბოლო გასროლაც ისეთი გამოუვიდათ, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და შედეგი ვერ მიიღო, რადგან ობიექტური დამკვირვებელი ამაზე არ გაბრაზდება. არ იჯერებს ეს ხალხი „ქართული ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, ანზორ ჩუბინიძე იცნობს ნახევარი საქართველო და არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას და რა გავაკეთოთ ახლა?! ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან არის ახლოს“, – აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

იტვირთბა....