ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოძიება არ დაიწყება, საკმარისი საფუძველი არ არსებობს” – პარლამენტარი მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტარი, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

სარჯველაძე აცხადებს, რომ გამოძიება იწყება მაშინ, როცა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს.

“ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს, გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე.” – განაცხადა სარჯველაძემ

შეგახსენებთ, “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

 

იტვირთბა....