საშინელი აფეთქების შედეგად, ეკვატორულ გვინეაში, რომელიც გუშინ მოხდა, მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით აფეთქება სამხედრო ბაზაზე მოხდა, რომელიც კვარტალთან ახლოს მდებარეობდა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ტეოდორო ობიანგ ნგუემამ განაცხადა, აფეთქება ჯარისკაცების მხრიდან უყურადღებობამ გამოიწვია. მან საერთაშორისო საზოგადოებას დახამრებისკენ მოუწოდა.
იხილეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან: