aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცსექტამ ამ “სკანდალური” ჩანაწერების დასაგმობად თავისი ყველა თოჯინა და მარიონეტი მოქოქა” – გია აბაშიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის საკითხთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს.

აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის დესტრუქციული ე.წ. პარტია და მისი მარიონეტები საბჭოთა “ჩეკისტურ-კაგებეშნიკური” მეთოდებით საკუთარ ხალხზე საინფორმაციო-ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ.

“შაბათს, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ სააკაშვილის დესტრუქციული ე.წ. პარტია და მისი მარიონეტები საბჭოთა “ჩეკისტურ-კაგებეშნიკური” მეთოდებით, წლების განმავლობაში შენახულ ჩანაწერების ფაბრიკაციით, ამჯერად დეეპფაკე-ითა და “წითელი მედიის” საშუალებით, საკუთარ ხალხზე საინფორმაციო-ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აღნიშნული ფალსიფიცირებული ჩანაწერი ნაცსექტამ მიმდინარე მოლაპარაკების ჩაშლის მიზნით სწორედ იმ დროს გამოიყენა, როდესაც შარლ მიშელის და ზოგადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციით, მოლაპარაკებები უნდა განახლებულიყო და მაგიდასთან, ოპოზიციის მხრიდან, კონკრეტული წინადადებები ან წინადადება უნდა წარდგენილიყო. უკვე ვახსენე ეუთო/ოდირის ძალიან პოზიტიური დასკვნის გადაფარვის მცდელობაც.

ვხედავთ, რომ ნაცსექტამ ამ “სკანდალური” ჩანაწერების [რეალობაში ფაბრიკაციის] დასაგმობად თავისი ყველა თოჯინა და მარიონეტი მოქოქა ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან, ფსევდო-სპეციალისტებისგან თუ ფინია-პოლიტიკანებისგან.

შედეგი გვანახონ, შედეგი “საყოველთაო-სახალხო” მღელვარებისა, მაგრამ “შეშა” არ არის, ნაცგოიმებო!

ყველაფერი ავად თუ კარგად, წარმატებით დასრულდება ისე, როგორც ეს საზოგადოების უმრავლესობას სურს!” – წერს აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

შაბათს, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ სააკაშვილის დესტრუქციული ე.წ. პარტია და მისი მარიონეტები საბჭოთა ‘…

Posted by Ghia Abashidze on კვირა, 07 მარტი, 2021

 

იტვირთბა....