ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მორიგ “ფიესბუქ” მიმართვას ავრცელებს.
“მეტრონომი” გია ხუხაშვილის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“შენ რომ დაატრიალებ ფარულ ჩანაწერს. მერე პროკურატურას ჭკვიანი სახით ამ ჩანაწერის საფუძველზე წინასწარ გამოძიებას დააწყებინებ. ასე არჩევნებს მოიგებ. გავა დრო. როცა შენ იგივეს გაგიკეთებენ, ისტერიკაში ვარდები, მორალის კითხვას იწყებ ჩანაწერების გამოქვეყნების დაუშვებლობაზე.
მარტო რომ დარჩები, ერთი წამით დაფიქრდი და შეიძლება მიხვდე, რას დაემსგავსე…” – წერს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.