ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ჩანაწერი არის 2010 წლის”- მამუკა მდინარაძე ბერასა და ღარიბაშვილის ჩანაწერზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ტვ “პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი სკოლის მოსწავლეზე ანგარიშწორებას ათანხმებენ.

მამუკა მდინარაძემ არსებულ ჩანაწერს “აბსოლუტური ფაბრიკაციაა” უწოდა ა განაცახდა, რომ ჩანაწერი არის 2010 წელს გაკეთებული.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების დროს გაკეთებული ფრაზებით არის აწყობილი.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

“გვქონდა ინფორმაცია ამაზე და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ არა – 2011 და 2012 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის, არა ერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრეფილია, ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები.

არის აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით, ჩვეულებრივი კგბ-ს მეთოდით, არის დამონტაჟებული და მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი ჩვენს საზოგადოების,”- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს ამაში, უნდა იყოს დაგმობილი.

ტვ “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი,” სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

იტვირთბა....