გოგი წულაია პარტია “თავისუფალ საქართველოს” ტოვებს. როგორც მან “მთავარ არხს” განუცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი მისი მხრიდან ახალი პარტიის შექმნის სურვილია.
წულაიას თქმით, დეტალებზე, ხვალ, 7 მარტს, 11:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.
ცნობისთვის, “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავაა.