ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სუსი-დან ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს, აბა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?!” – გიორგი ვაშაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან  “ტვ პირველის” ეთერში გასული “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტის ანონსზე საუბრობს.

ვაშაძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა.

„გადაცემა დღეს საღამოს არის, მოდით, დეტალურად მოვისმინოთ. რა თქმა უნდა, შინაარსი შემაძწუნებელი და შოკისმომგვრელია, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ყველაფერი უნდა დაადგინოს, ჩანაწერის ავთენტურობა. ამ შემთხვევაში, რადგან საქართველოში ნდობა არაფერს აქვს, უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ექსპერტიზა, იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულები. თუ ეს ეს ფაქტი დადასტურდა უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მე, როგორც ვუყურებ, აქ, ძალიან სერიოზულ შინაარსზეა საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე დასძენს, რომ ფარული ჩანაწერების გამოყენების პრაქტიკა სამწუხაროა.

„ამას „ქართული ოცნება“ ხომ ყოველთვის აკეთებს. Youtube-ში შედით, სადაც ჩემი ჩანაწერი დევს, გიორგი ვაშაძე აკრიფეთ. ყველაზე მეტი ნახვა აქვს ჩემს ვითომ ე.წ ჩანაწერს, რომელიც გამოაქვეყნეს.Youtube-ში ჰაერიდან კი არ ატვირთეს. სპეცსამსახურები ამას აკეთებენ, ეტყობა, რომ ჩემი ჩანაწერი ხმის სინქრონიზატორითაა გაკეთებული. ამან დიდი სკანდალი ვერ გამოიწვია, თან შინაარსიც განსაკუთრებული არ იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე, “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა მედიასთან განაცხადა ისიც, რომ როდესაც ჩანაწერები არსებობს, მას სჭირდება გამოძიება იმის დასადგენად, თუ საიდან არის და ვინ ჩაიწერა.

„ მაგრამ თუ დასტურდება შინაარსის დანაშაულის შემადგენელობა, ამ შინაარსაზე საქმე უნდა აღიძრს. სამწუხაროდ, ყველა ჩანაწერის წყარო არის სუს-ი, მეტი არავის აქვს ამ ქვეყანაში ჩაწერის შესაძლებლობა. სხვა წყარო ამის ვერ იქნება. თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან თავისივე თანაგუნდელებმა ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. აბა, ახლა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?“ – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი. 

იტვირთბა....