“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი პასუხობს ჟურნალიტის კითხვას, რატომ შეცვალა მან დაცვის წევრები.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რა საფრთხის წინაშე დგას დეპუტატი, რადგან ის დაცვის თანხლებით დადის.
“რა საფრთხე გემუქრებათ, ქალბატონო თეა? იქნებ ახლა გვითხრათ, რატომ გიცავთ 12 ადამიანი?”- კითხვას სვამს ჟურნალისტი.
წულუკიანი პასუხობს, რომ მას დაცვის წევრები არ შეუცვლია. ამასთან, წულუკიანმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტს მოსწონს და ამ კითხვას ამიტომ სვამს.
“არ შეცვლალე, ძველები არიან, თქვენ რომელიღაცა მოგწონთ და ის არ არის?! ზაზა მოგწონთ, მემგონი”,- განაცხადა წულუკიანმა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა:”თქვენ ფიქრობთ, რომ მე თქვენი დაცვა მომწონს?”
რატომ ჰყავს დეპუტატს დაცვა, ჟურნალისტს პასუხობს, რომ ამ საკითხზე სიუჟეტი უკვე გააკეთეს და დამატებითი პასუხის გაცემას ღრარ აპირებე.
“ამაზე სიუჟეტი უკვე გაქვთ, ნახვამდის,”- პასუხობს წულუკიანი ჟურნალისტს.