ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველები დუბაიში დაფრინავენ, რომ ჩინური ვაქცინა გაიკეთონო” – რა განცხადებას აქვეყნებს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალური ქსელის საშუალებით კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, ჩუნური ვაქცინის შემოტანის შემთხვევაში, ის ადამიანები გაიკეთებენ აცრას ვისაც სურს, ხოლო ისინი, ვინც ჩინურ ვაქცინას უნდობლობას უცხადებენ, სხვა ქვეყნის წარმოებულ ვაქცინას დაელოდებიან.

“ვერ გავიგე, ეს ჩვენი ხელისუფლება რატომ დაკომპლექსდა ასე ჩინურ ვაქცინაზე? თურქეთს ჩვენზე ათჯერ ძლიერი ჯანდაცვა აქვს, ქართველები იქ დადიან სამკურნალოდ და თუ თურქეთმა შეიტანა და დაიწყო ჩინურით აცრები, ჩვენ რატომ არ გვეკადრებოდა?

თან ეს ვაქცინაცია სავალდებულო ხომ არაა? შემოიტანე, ყველა ინფორმაცია ამ ვაქცინაზე მიაწოდე მოსახლეობას და ვისაც არ მოუნდება, არ გაიკეთებს და დაელოდება სხვა ვაქცინას, ვისაც მოუნდება, გაიკეთებს.

გასაგებია რომ ოპოზიცია ყვირილს დაიწყებდა, მაგრამ რა, ახლა არ ყვირიან?

ვიღაცები წერენ, ქართველები დუბაი -ში დაფრინავენ რომ ჩინური ვაქცინა გაიკეთონო.” – წერს მერაბ მეტრეველი.

ვერ გავიგე, ეს ჩვენი ხელისიფლება რატომ დაკომპლექსდა ასე ჩინურ ვაქცინაზე? თურქეთს ჩვენზე ათჯერ ძლიერი ჯანდაცვაა აქვს,…

Posted by Merab Metreveli on ხუთშაბათი, 04 მარტი, 2021

 

იტვირთბა....