ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ ვხვდები, ვის და რაზე უნდა შევურიგდე…” – თეა წულუკიანი

“დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი „ქართულმა ოცნებამ“ რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა, შესაბამისად, თუკი მათი სურვილი იქნება, ჩვენი მხრიდან ამ დიალოგს არავითარი რისკი არ შეექმნება,” – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა.

წულუკიანის განმარტებით, ე.წ. პოლიტიკური კრიზისი არის იმ ექსტრემისტული ჯგუფის მიერ, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შემოსვლაზე.

„ეს არის მათ მიერ შექმნილი გარკვეული ხელოვნური დაძაბულობა, თუ გნებავთ კრიზისი დაარქვით, რომელსაც რა თქმა უნდა, განმუხტვა სჭირდება, ამაზე ვერ ვიდავებთ. ამ განმუხტვის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა. მე მაგალითად, ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი „ქართულმა ოცნებამ“ რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა, შესაბამისად, მე არ მგონია, რომ თუკი მათი სურვილი იქნება, ჩვენი მხრიდან ამ დიალოგს არავითარი რისკი არ შეექმნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, კითხვაზე, ემხრობა თუ არა პლებისციტის ჩატარებას, თეა წულუკიანმა აღნიშნა: – „მე რომ გითხრათ, პლებისციტს ვემხრობი, რიგგარეშე არჩევნები მგონია რომ წითელი ხაზია და არ უნდა ჩატარდეს, გამოვა, რომ მე და თქვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ამიტომ დაველოდოთ რეალური დიალოგი როდის შედგება“.

იტვირთბა....