“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ში სტრუქტურული რეორგანიზაციის გამოცხადებას ეხმიანება.
“მეტრონომი” ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“მე მასამართლებენ 39 მილიონი რატომ გქონდა შემოსავალი და რატომ 40 არაო. მართლა, ამისთვის
და ამათ ჩემი 25%-იანი რ2-ისგან 9%-იანი ჩინური ვერსია რომ გააკეთეს, 39 კი არა, 12 მილიონი ძლივს ქონდათ შემოსავალი – აი, ამათ, დახვრეტენ თუ რას უპირებენ?” – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს გამოცემა “ტაბულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რუსთავი 2”-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. როგორც პაატა სალიას ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, მიზეზი “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა”.