ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეიტინგის კლების” და პანდემიის მიზეზით R2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა

ტაბულა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “რუსთავი 2”-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნულის შესახებ პაატა სალიას ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა”.

დოკუმენტის თანახმად, რუსთავი 2-ის საქმიანობის “ეფექტურობის გაზრდის” მიზნით, მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპიტიმიზაცია.

“10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს არსებული სტრუქტურა და დამტკიცდეს ახალი” – ნათქვამია ბრძანებაში.

რეორგანიზაცია ითვალისწინებს “სტრუქტურულ და ფუნქციურ ოპტიმიზაციას”, ასევე, სტრუქტურულ ან/და ორგანიზაციულ ცვლილებებს და სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილებას.

ტაბულა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან დაკავშირებას ცდილობს.

რუსთავი ორი 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი ორიდან წასულმა თანამშრომლებმა ორი ტელევიზია დააფუძნეს – მთავარი არხი და TV ფორმულა.

იხ: დოკუმენტი:

იტვირთბა....