ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას?” – ელისაშვილი შს მინისტრს

“მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას შესახებ ჰკითხა.

დაინტერესდა, თუ აქვს უწყებას ინფორმაცია, სად არის დღეს ზუგდიდში, ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი და დატოვა თუ არა მან საქართველოს საზღვრები.

“ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის, საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა ქვეყანა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის.” – მიმართა ელისაშვილმა შს მინისტრს.

შეგხსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

იტვირთბა....