გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე, ბიძინა სტურუა განაჩენს 9 მარტს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.
აქვე გეტყვით, რომ შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობას 5 პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და ორ არასრულწლოვანს – ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
ცნობისთვის, მოსამართლე ბიძინა სტურუა სათათბიროდ, სამშაბათს, 2 მარტს გავიდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.