სომხეთში, ეჩმიაძინის პოლიციამ კრიმინალური ბანდის 15 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია 4 მარტს ჩატარდა და როგორც ადგილობირვი პოლიიციის წარმომადგენელი აცხადებს, “განეიტრალებულ იქნა კრიმინალური ბანდა, მათ შორის ორი ე. წ. კანონიერი ქურდი.” ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობირვი მედია ავრცელებს.
სპეცოპერაცია ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან კანონიერი ქურდები ანდრანიკ საგოიანი, იგივე „ზაპ ლენინაკანსკი“ და ჟირო შაუმიანსკი.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია მათ მფლობელობაში მყოფი ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ნომრებით გადაადგილდებოდნენ.
სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ინტენსიურად აგრძელებენ კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ ბრძოლას.
იხილეთ ვიდეო: