ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
მეტრეველი “ფეისბუქ” მიმართვაში მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ანაკლიის პორტის ჩინურ ინტერესებზე საუბრობს.
„მამუკა ხაზარაძეს, რომელიც დღეს ანაკლიაში ვითომ ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, რატომღაც მაშინ არ უჩნდებოდა ეჭვი კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახეთის მოქალაქეები არიან და მათი ფულით გეგმავდა პორტის აშენებას. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მამუკა ხაზარაძის ორმაგ სტანდარტებს და იმასაც, რომ იგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსინდისოდ ცრუობს“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.