ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს პირობა მისცა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მინისტრმა “ქრონიკასთან” საუბრისას გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს პირობა მისცა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აღვუთქვა სრული მხარდაჭერა მორალურად, ფინანსურად. კერძოდ, დედას მინდა მივუსამძიმრო და შევპირდე, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და პირადად მე მექნება სრული კონტროლი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....