ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ფოტო) “გოგონები სძულთ ამ ქვეყანაში… ყველგან ამ სქრინს ვხედავ, ლაიქების რაოდენობას დააკვირდით”

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია გორში  13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტს ეხმიანებაა, რომელმაც ბავშვი 50 წლამდე ტანასოფლელი მამაკაცისგან გააჩინა.

პატარაია მომხდარ ამბავზე საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებასაც ეხმიანება და მაგალითისთვის ერთ-ერთ სქრინს აქვეყნებს, სადაც პოსტის ავტორი მამაკაცს ამართლებს.

„ყველგან ამ სქრინს ვხედავ, ლაიქების რაოდენობას დააკვირდით.

„ბიჭი“ 50 წლის კაცია, გოგო კი 12 წლის ბავშვი. არ ვიცი, რა დავწერო. ქალები და გოგონები უბრალოდ სძულთ ამ ქვეყანაში. თურმე, ბიჭებს აუპატიურებენ. თურმე, 12 წლის გოგოს ვერავინ შეაცდენს. ეს უმახინჯესი აზროვნება უნდა შევცვალოთ!“, – წერს პატარაია Facebook-ში.

ცნობისთვის, გორში 13 წლის მოზარდმა შვილი 50 წლამდე, თანასოფლელი კაცისგან გააჩინა. როგორც მეზობლები ამბობენ, კაცმა მოზარდი მატარებელში გააუპატიურა, გოგოს კი დედამ აბორტი არ გააკეთებინა. ადგილობრივების თქმით, ბრალდებული ოჯახის ახლობელია.

იტვირთბა....