მსოფლიო უდიდესმა ონლაინ მაღაზია “ამაზონმა” ტექნოლოგიური სიახლე შესთავაზა საკუთარ მომხმარებლებს ბრიტანეთში და მარკეტის ტიპის მაღაზია ლონდონში, ეალინგის რაიონში გახსნა. როგორც ჩანს, “ამაზონი”აღარ აპირებს მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით შემოიფარგლოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მაღაზია აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიით, რომელსაც სალარო არ დასჭირდება.
მაღაზია Amazon Fresh-ში გაიყიდება მზა საკვები, სხვა საჭირო ნივთები და ასევე “ამაზონის” საიტზე დადებული ყველა სახის პროდუქცია.
მომხმარებელს მაღაზიაში სმარტფონების QR კოდის გამოყენებით შეეძლებათ შესვლაც და პროდუქციის შეძენაც. ონლაინ ჩეკები კი საერთო ბაზაზე გაიგზავნება და ისე იქნება გადახდილი მომხმარებლის მიერ.
მაღაზიაში დადგმულ ტექნოლოგიას შეეძლება, ასევე, პროდუქციის უკან დაბრუნება. თუ მომხამრებელი გადაიფიქრებს ამა თუ იმ ნივთის შეძენას, მან უნდა მოათავსოს ის სპეციალურ მოწყობილობაზე და ონლაინ ჩეკიც გაუქმდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მთავარი ფოკუსი ასეთი ტიპის სერვისის შეთავაზებისა საზოგადოებისათვის, არის ის, რომ მაქსიმალურად ადვილი და კომფორტული გახდეს “შოპინგი” ადამიანებისათვის.