aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის ერთადერთი ხეირიანი და რეალობასთან ახლოს მდგომი, რაც გავიგე…” – ნინო ჯანგირაშვილის მიმართვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის მიმართვას ავრცელებს:

“ერთადერთი ხეირიანი და რეალობასთან ახლოს მდგომი, რაც გავიგე ამ დღეებში ჩვენი კორონამმართველობისგან არის, “ნოვავაქსის” ვაქცინაზე მიმდინარე მოლაპარაკება. გამყრელიძემ თქვა, რომ აქვთ კომუნიკაცია უშუალოდ მწარმოებელთან, მწარმოებლის თანხმობა არის და ფორმდება საბუთები ნოვავაქსის მილიონი დოზის მოსაპოვებლად.

ოღონდ აღარ მჯერა ამათი არაფერი და მეშინია ისევ არ ჩააფლავონ საქმე. ნოვავაქსს ამერიკის რეგულატორი სავარაუდოდ აპრილის ბოლოს მიანიჭებს ავტორიზაციას. ხოდა, მივადევნოთ თვალყური რომ რეალური კონტრაქტი გააფორმონ დროზე, ფული გადარიცხონ და დროზე მიიღონ, კიდევ რამე მარცხი არ მოუვიდეთ. შევახსენოთ ყოველდღე როგორ მიდის ნოვავაქსთან მოლაპარაკება” – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

 

იტვირთბა....