ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “უახლეს დღეებში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას”- რა ინფორმაციას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია უახლოეს დღეებში აუცილებლად გათვისუფლდება, რადგან ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესების საფრთხის წინაშე დგას.

როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, შესაძლოა, ხელისუფლებამ ნიკა მელია მომდევნო დღეებშიც კი გაათავისუფლოს.

“მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება.  ზუსტად ვიცი, მას დაუდეს წინ, პირდაპირი მუქარა სანქციების და მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება გაყინული და ჩამორთმეული. ამიტომ უახლესი კვირეების განმავლობაში და შესაძლოა უახლესი დღეებისაც, ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას.” – აღნიშნა მან.

სააკასვილმა ასევე დაამატა, რომ პელბისციტის შეთავაზება ოპზიციისათვის მხოლოდ დროის მოგებას ემსახურება და ოპოზიცია ამას არცერთ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს.

“ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. მას უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ არის და სადაც, დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს პლებისციტი და აუცილებლად წააგებს პლებისციტს, მერე ექნება რამდენიმე თვე იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს ათეულობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გავაქვს არც ერთი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

ხოლო, პირველ მარტს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის შემდგარ შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტიც ჩატარდეს.

 

იტვირთბა....