ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცნობილი ხდება მოტივი, რის გამოც 21 წლის ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მისი ოჯახი დამატებით განმარტებას აკეთებს.

გარდაცვლილი ჯონი ძინძიბაძის მამა ვარაუდობს, რომ  ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ ცალმხირვი სიყვარული გახდა.

ის ამ ვერსიას ყველაზე სარწმუნოდ მიიჩნევს და გამორიცხავს, რომ ჯარისკაცს სამხედრო ნაწილში რაიმე პრობლემები ჰქონოდა.

„არავითარი ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემები არ ჰქონია. პირიქით, კმაყოფილი იყო თავის სამსახურით. სავარაუდოდ, შეყვარებულის გამო მოხდა. ექსპერტიზა დაადგენს შემოსული სატელეფონო სმს-ების და სხვა რაღაცეების ფაქტზე. მეგობრებთან ჰქონდა ნათქვამი, რომ შეყვარებული ჰყავდა“, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

იგივე ვერსიაზიაზე საუბრობს ჯარისკაცის ძმაც. გარდაცვლილი ჯარისკაცის ძმა ამბობს, რომ მომხდარი გოგონასთან პირად ურთიერთობას უკავშირდება.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ჯონი ძინძიბაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით  თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაასრულა.

 

იტვირთბა....