ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღიარებული ვაქცინებიდან არის ინდოეთი, საიდანაც ყველაზე მეტი შანსია ვაქცინის მიღების” – იმნაძე

„დიდი პრობლემებია ევროკავშირსა და მწარმოებლებს შორის. ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ ვაქცინის შემუშავების პროცესში, წინასწარ აქვთ გადახდილი მილიარდობით დოლარი. წარმოებამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის ყველაზე რეალური შანსი ინდოეთიდან არსებობს.

“ყველაზე დიდი მწარმოებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიდან არის ინდოეთი, საიდანაც ყველაზე მეტი შანსია ვაქცინის მიღების. ასევე მიდის მოლაპარაკებები ჩინეთთან და დასავლელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იტვირთბა....