პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩევლები მეტწილად მოატყუეს.
როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, არცევნებში მოქალაქეებმა ხმა სხვა პოლიტიკოსებს მისცეს, პარლამენტში კი მათ ნაცვლად სხვები აღმოჩნდნენ.
“აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩევლები მეტწილად მოატყუეს,
როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიოდნენ, იცოდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე ჰყავდა, პარტიის თავმჯდომარედ კი გრიგოლ ვაშაძე, რომლებიც გაქრნენ. „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებს ზოგს გიგა ბოკერია, ზოგს უგულავა, ზოგს კი ელენე ხოშტარია მოსწონდა და პარლამენტში სულ სხვა ხალხი მოხვდა. „პატრიოტთა ალიანსი“ – ამ სახელით პარლამენტში შევიდა, იქ კი „ევროპელი სოციალისტები“ მოგვევლინნენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა POSTV – ანალიტიკის ეთერში,”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.